საქართველოს საარბიტრაჟო პალატა

დავის გადაწყვეტის ალტერნატიული და სამართლიანი გზა

შექმნის ისტორია და მიზნები

საქართველოს საარბიტრაჟო პალატა

შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატა“ დაფუძნდა 2005 წელს და მისი შექმნის იდეა მდგომარეობდა სამოქალაქო და ბიზნეს ურთიერთობების მონაწილეთათვის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული და იმავდროულად სამართლიანი გზის შეთავაზებაში.

საქმიანობის პირველივე დღიდან მიზნად დავისახეთ ჩვენი მომხმარებლებისათვის ისეთი მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, რომლის შედეგიც იქნებოდა კანონიერი და ამავე დროს სამართლიანი წარმოება. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ბიზნესისთვის ყველაზე ძვირადღირებული - დრო, ფუჭად არ დაიკარგოს სასამართლოს დარბაზებში მრავალწლიანი სიარულით და ჩვენმა მომხმარებლებმა სამართლიანი შედეგით დაასრულონ მათ შორის არსებული დავები.

მრავალწლიანი საქმიანობის შედეგით ჩვენ დღეს ვამაყობთ, რადგან გვენდობიან და ჩვენი გუნდის მომსახურებით სარგებლობენ საბანკო ინსტიტუტები, ფინანსური ორგანიზაციები, სავაჭრო და სატრანსპორტო კომპანიები, ნავთობის ბიზნესში ჩართული სუბიექტები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.

რეკომინდირებული საარბიტრაჟო შეთანხმება

ნებისმიერი დავა გამომდინარე ამ ხელშეკრულებიდან და მასთან დაკავშირებული აქცესორული ხელშეკრულებებიდან, დაკავშირებული მათ გაუქმებასთან, შეწყვეტასთან, ბათილობასთან, ხელშეკრულებიდან გასვლასთან და მისგან გამომდინარე ნებისმიერ შედეგთან (მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებასთან), ასევე წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმის ნამდვილობასა და არსებობასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა შპს `საქართველოს საარბიტრაჟო პალატას~ (საიდენტიფიკაციო #205267389), რომლის იურისდიქციას მხარეები აღიარებენ ანულირების გარეშე. აღნიშნული არბიტრაჟი საქმეს განიხილავს თავისი დებულებით დადგენილი წესით. საქმეს, მისი სირთულიდან გამომდინარე, განიხილავს არბიტრაჟი ერთი ან სამი არბიტრის შემადგენლობით. არბიტრებს ნიშნავს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს არბიტრაჟი.

მხარეები დამატებით იღებენ ვალდებულებას მისამართის ან/და ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შეცვლის შემთხვევაში აცნობონ იგი არბიტრაჟს, წინააღმდეგ შემთხვევაში არბიტრაჟის მიერ კორესპოდენცია გაგზავნილი იქნება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართის მიხედვით და კორესპოდენცია (მათ შორის გზავნილი, გარკვეულ საარბიტრაჟო მოქმედებათა შესახებ შეტყობინება, განკარგულება, გადაწყვეტილება და ა.შ.) ჩაითვლება ჩაბარებულად (შესაბამისი თანმდევი სამართლებრივი შედეგებით).

ხელმძღვანელობა

ჩვენი გუნდი

მამუკა ღვინიაშვილი

დირექტორი და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე

ოც წელზე მეტია, რაც მამუკა ღვინიაშვილი პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიულ პროფესიაში. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის ბიუროს უფროსად, გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ, ს/ს „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ იურისტის პოზიციაზე.
მამუკა ღვინიაშვილს დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.
არის მოქმედი ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ასევე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, კონფერენციების და ტრენინგების მონაწილე.

ლალი გოჩელაშვილი

არბიტრაჟის წევრი

ლალი გოჩელაშვილი 1991 წლიდან პრაქტიკოსი იურისტია. იგი სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნამდე ლალი გოჩელაშვილი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს. ასევე იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სასამართლო რეფორმის ჯგუფის ექსპერტი სამოქალაქო სამართლის საკითხებში. 2006 წლიდან დღემდე არის სპს “ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფის” მმართველი პარტნიორი და ამავე კომპანიის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. არის მოქმედი ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

გიორგი სულაკაძე

არბიტრაჟის წევრი

1997 წლიდან გიორგი სულაკაძე პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიულ პროფესიაში. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, იუსტიციის სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერნიუს ნეტვორკში. ათი წლის განმავლობაში სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დიდი გამოცდილება გააჩნია საერთაშორისო, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა). არის მოქმედი ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კონფერენციებსა და ტრენინგებში.

2007 წელი

13 საქმე

2008 წელი

144 საქმე

2009 წელი

192 საქმე

2010 წელი

103 საქმე

2011 წელი

135 საქმე

2012 წელი

136 საქმე

2013 წელი

59 საქმე

2014 წელი

44 საქმე

2015 წელი

127 საქმე

2016 წელი

113 საქმე

2017 წელი

154 საქმე

2018 წელი

636 საქმე

2019 წელი

983 საქმე

2020 წელი

433 საქმე

საქმის განხილვის ხარჯები

საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა გამოითვლება დავის საგნის ღირებულებიდან და შეადგენს:

დავის საგნის 5%-ს დღგ-ს ჩათვლით, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
500 ლარს მიმატებული 10 001 ლარს ზემოთ დავის საგნის 4% დღგ-ს გარეშე.
4 100 ლარს მიმატებული 100 001 ლარს ზემოთ დავის საგნის 2% დღგ-ს გარეშე.
12 100 ლარს მიმატებული 500 001 ლარს ზემოთ დავის საგნის 1,5% დღგ-ს გარეშე.
19 600 ლარს მიმატებული დავის საგნის 0,5% დღგ-ს გარეშე.
30000 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
და საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 150 ლარს დღგ-ს გარეშე.